X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა არსებული გამოწვევების რაც შეიძლება სწრაფად დაძლევა იქნება

21 იანვარი 2021

ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა, რაც ქვეყნის წინაშე დგას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. 

მაია ცქიტიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  დღეს  მთავრობის სხდომაზე პირველ ვიცე-პრემიერად წარადგინა.

„ჩემი, როგორც ვიცე-პრემიერის, ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარება, არამედ იმ ქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ გუნდს აერთიანებს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.